მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში გაიმართება საერთაშორისო ვორქშოპი ჰიდროენერგეტიკის დარგში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე.
ვორქშოპის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართა აწსუ-ს რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა პეტრ ნოვაკმა, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა თეონა ჩხეიძემ, საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანმა ომარ კიკვიძემ. შეხვედრას უძღვებოდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ომარ ზივზივაძე.
ვორქშოპში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პეტრ ნოვაკმა და ევა ბილკოვამ. ჰიდროენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე პრეზენტაციები იქნა წარმოდგენილი თორნიკე აფრიაშვილის (სემეკი), მარიამ მჭედლიშვილის, ხატია ჩოხელის (ენერგო-პრო ჯორჯია), დავით ფუტკარაძის, თორნიკე ფარჯიანის, ანზორ ყუფარაძის (აწსუ) მიერ.
მეორე დღეს, პეტრ ნოვაკისა და ევა ბილკოვას მიერ ორგანიზებული იქნა მასტერ-კლასი ჰიდროენერგეტიკის ამოცანებისათვის სოფტების გამოყენების უნარების გაზიარების მიზნით.
ვორქშოპი ჩატარდა პროექტის “ჰიდროენერგეტიკის დარგში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება III“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან პარტნიორობით.პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჰიდროენერგეტიკის სფეროში სასწავლო გარემოსა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას. პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესიული პოტენციალის ამაღლება განვითარებად ქვეყნებში“ მიერ.