მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გაიმართა მექანიკა-მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ვიზიტი ქ. ქუთაისში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებულ, ტექნიკური ზეთების მწარმოებელ ქართულ-უკრაინულ კომპანიაში შპს "UG LUBRICANTS"-ში. ვიზიტი განხორციელდა კომპანიის ხელმძღვანელების ინიციატივით, დაფინანსებით და მიზანად ისახავდა ტექნოლოგიური პროცესის და ტექნიკური ბაზის გაცნობას.
გაიმართა კომპანიის უკრაინელი ხელმძღვანელების შეხვედრა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე განხილული იქნა კომპანიის ხელმძღვანელების წინადადება კურსდამთავრებულების და აკადემიური პერსონალის საწარმოში დასაქმების შესახებ.