აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის მიერ წარდგენილი სამი საგრანტო პროექტი გამარჯვებულია. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის 2022 წელს გამოცხადებული საგრანტო პროექტების კონკურსის შედეგებით, დაფინანსდა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სამი პროექტი:
1. „სიფონიანი ტურბულენტური მიკროჰესი“ (ხელმძღვანელი, პროფესორი ო. ზივზივაძე).
2. „დენის მიღების აირტურბინული მოწყობილობა“ (ხელმძღვანელი, პროფესორი ემერიტუსი მ.შალამბერიძე).
3. „ნამწვი აირების კატალიზური ნეიტრალიზატორის მიღება თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზით“ (ხელმძრვანელი, პროფესორი ა. ხვადაგიანი).

ქართული
English (UK)