აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტმა დაიწყო პროექტის „მწვანე მშენებლობას საქართველოში - ახალი პროფესიული კადრები“ განხორციელება.
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციონალური და ადამიანური შესაძლებლობების ამაღლების ხელშეწყობას მწვანე მშენებლობის სფეროში პროფესიული მომზადების/გადამზადების საუკეთესო პრაქტიკის შექმნისა და დანერგვისათვის.
პროექტის განხორციელებაში აწსუ-თან ერთად ჩართული არიან პარტნიორი ორგანიზაციები: შპს „ინექსდიზაინი“, შპს „ჯეო ენერგი ენჯინირეერს“ , ა(ა)იპ „სტუდენტები ენერგოეფექტიანობისათვის“.
პროექტის ხანგრძლივობა- 6 თვე. იხილეთ ინფორმაცია: http://www.mcageorgia.ge/index.php/main/read_news/222/geo