საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ ფარგლებში ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის ცხადდება კონკურსი მოკლევადიან მობილობაზე ნორვეგიასა და ყირგიზეთში (1 თვე) კვლევების ჩასატარებლად შემდეგი მიმართულებით:
1. ინდუსტრიული მემკვიდრეობა (როგორ შეიძლება ინდუსტრიული/მრეწველობის მემკვიდრეობის აღდგენა ტურისტული რესურსად)
პერიოდი : 10 იანვარი- 10 თებერვალი, 2019 წელი
2. ბუნებრივი მემკვიდრეობა (ტურიზმის განვითარებაში გარემოსდაცვითი მდგრადობის საკითხები)
პერიოდი: 15 თებერვლი - 15 მარტი, 2019 წელი
3. კულტურული მემკვიდრეობა (როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და თანამედროვე ტურისტებისთვის წარმოდგენა?)
პერიოდი: 10 აპრილი -10 მაისი, 2019 წელი
კონკურსის შედეგად შეირჩევა 1 სტუდენტი ნორვეგიაში მობილობისთვის და 1 სტუდენტი- ყირგიზეთისთვის.
შერჩევა მოხდება კონკურსანტის აკადემიური მოსწრების, კვლევის ინტერესებისა და ინგლისური ენის კომპეტენციის საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 9 -22 ოქტომებრს აწსუ საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში. (Vსართული. კაბინეტი N 3504)
მონაწილეობის მსურველმა რექტორს უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვლევის მიმართულება, ხოლო თანდართულ დოკუმენტად უნდა წარადგინოს ნიშნების ფურცელი და ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.