სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტი

საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”სუბტროპიკული მეურნეობის, ეკონომიკისა და ტურიზმის” ფაკულტეტზე 2006 წელს.  შეიქმნა სუბტროპიკული კულტურების კათედრა - კათედრების: სუბტროპიკული მეხილეობის, მეჩაიების და სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების გაერთიანების შედეგად ( კათედრის გამგე პროფ. ალექსანდრე  მიქელაძე).
2010 წლიდან ჩამოყალიბდა მეცენარეობის, სუბტროპიკული კულტურების და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტი, ასეთი სტრუქტურით საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი შეუერთდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2010 წლის შემოდგომაზე.  
2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე სუბტროპიკული კულტურების და ლანდშაფტური არიტექტურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ასოც.პროფ, მარიეტა თაბაგარი. 2013 წლის იანვრიდან აგრარულ ფაკულტეტზე რეორგანიზაციის შემდეგ ცალკე ჩამოყალიბდა სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტი  ხელმძღვანელი მ.თაბაგარი).
2014 წლის სექტემბრიდან 2018 წლამდე სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ასოც.პროფესორი მზია კურდღელია. 2018 წლიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ასოც. პროფესორი ლია კოპალიანი.
რესპუბლიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გარდა დეპარტამენტის წევრებს საქმიანი ურთიერთობა აქვთ საზღვარგარეთის ქვეყნების აგრარული სფეროს სხვადასხვა სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებებთან. სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტის პროფესორები ეწევიან ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას.  დეპარტამენტში შემავალ სასწავლო კურსებში განახლდა და შეიქმნა ახალი  სახელმძღვანელოები, მათ შორის რუსულ ენაზეც. დაიხვეწა სასწავლო პროგრამები, სასწავლო დისციპლინების სილაბუსები. მეცადინეობები ტარდება საილუსტრაციო მასალების გამოყენებით ელექტრონულ ფორმატში, ტარდება გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობები, სასწავლო ექსკურსიები რესპუბლიკის  სხვადასხვა რეგიონში აგროფირმებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში (მცხეთა, საგურამო, სენაკი, ოზურგეთი, ცაგერი, წყალტუბო და სხვ.)  სადაც სტუდენტები ეცნობიან სიახლეებს   აგროტექნოლოგიაში, პერსპექტიულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების სახეობებს და ჯიშებს. დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი აქტიურად მონაწილეობს სხვადსხვა სასწავლო და სამეცნიერო აქტივობებში.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ლია კოპალიანი ასოცირებული პროფესორი (დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
2 როლანდ კოპალიანი პროფესორი
3 მარიეტა თაბაგარი ასოცირებული პროფესორი
4 ვლადიმერ უგულავა ასოცირებული პროფესორი
5 შორენა კაპანაძე ასისტენტ პროფესორი
5 მზია კონჯარია ლაბორანტი
5 ია ქანთარია ლაბორანტი