მ/წ-ის 23 ოქტომბერს აგრარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ გიორგი ღავთაძეს. უნივერსიტეტის რექტორმა, ტრადიცულ შეხვედრა ზე პირველკურსელებთან, ისაუბრა უნივერსიტეტის აწყმოზე,მის მომავალ პერსპექტივებზე და იმ შესაძლებლობებზე ,რომელსაც უნივერსიტეტი სათავაზობს მის სტუდენტებს.
რექტორმა სტუდენტებს წარუდგინა საუნივერსიტეტო სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლის პერიოდში და შემდგომაც სტუდენტების გვერდით იქნებიან და მათ თავიანთი მიზნების რეალიზებაში შეუწყობენ ხელს.სტუდენტებს მიესალმა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის, გაცვლით პროექტებში მონაწილეობისა და სხვ. მსგავს თემებზე ესაუბრა საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი,პროფესორი დავით გეგეჭკორი; სტუდენტთა მხარდაჭერასა და განვითარებაზე ისაუბრა სამსახურის უფროსმა მირანდა კავაძემ, IT ტექნოლოგიების გამოყენებასა და კორპორაციულ ფოსტებზე სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ოთარ შენგელიამ. „მულტიმედიური ლაბორატორიის“ მიერ შექმნილი სტუდენტური ტერმინალების შესახებ ისაუბრეს „მულტიმედიური ლაბორატორიის“ თანამშრომლება დავით კეთილაძემ და რამინი ჯუღელმა. მარკეტინგის,პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ლიკა გენელიძემ სტუდენტებს ესაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაგეგმილია უნივერსიტეტში სტუდენტთა ჩართულობისთვის და სამომავლო გეგმებზე. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაზე და შესაბამის გარემოზე, რომელიც ლიტერატურული წყაროების გამოყენებასთან არის დაკავშირებული ისაუბრა თეიმურაზ ბეჟანეიშვილმა. ბოლოს კი უნივერსიტეტის “Fablab”-ის წარმომადგენელმა გიორგი ჩაჩუამ სტუდენტებს გააცნო ლაბორატორიის შესაძლებლობები და მათთან თანამშრომლობის გზები.
სტუდენტები კმაყოფილი დარჩნენ რექტორტან შეხვედრით.