აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამამ „აგრონომია“ მოდულებით: აგროეკოლოგია, აგროტექნოლოგია. მცენარეთა დაცვა, საბაღო-საპარკო მეურნეობა (პროგრამის ხელმძღვანელი:პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, ძირითადი განმახორციელებელი დეპარტამენტი: ,,აგრონომიულ მეცნიერებათა“) 2019 წლის 11 აპრილს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით
აბიტურიენტების მიღება აკრედიტირებულ საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წელს მოხდება 75 ადგილზე, რომელთაგან 60 იქნება სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული. მომვდევნო წლებში აბიტურიენტების მიღება განხორციელდება იმ მომენტისთვის დადგენილი წესის მიხედვით.