უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აგრარულ ფაკულტეტზე

2019 წლის 21 მაისს, აგრარულ ფაკულტეტზე, მსგავსად სხვა ფაკლტეტებისა, გაიმართა აწსუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ფაკულტეტის საჭიროებებისა და არსებული გამოწვევების გამოვლენა და რიგი ინიციატივების გამოკვეთა უნივერსიტეტის ხედვებისა და სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თანამშრომლებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის და სიტყვა გადასცა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ როლანდ კოპალიანს. რექტორმა დაწვრილებით ისაუბრა იმ მიზნებთან დაკავშირებით, თუ რა არის მოცემულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა იყოს ჩართული ფაკულტეტი იმ საერთო ფერხულში, რომელსაც პერსპექტივაზე ორიენტაცია ჰქვია.
ფაკულტეტის თანამშრომლებს სხვადასხვა და მათთვის მიშვნელოვან საკითხებზე განმარტებები მისცეს და თანადგომის სურვილი გამოხატეს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი ღავთაძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა კახა კუპატაძემ.
ფაკულტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და სასაწავლო -სამეცნიერო საქმიანობის უკეთ წარმართვის ხელშესაწყობად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეკითხვები დაუსვეს და თავიანთი შეხედულებები გააცნეს პროფესორებმა: როზა ლორთქიფანიძემ, მაყვალა ფრუიძემ და ასოცირებულმა პროფესორებმა: იზოლდა ხასაიამ, ემზარ კილასონიამ, სოსო თავბერიძემ.
შეხვედრამ მეტად საინტერესოდ, გულწრფელ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.