მიმდინარე წლის 12–13 ოქტომბერს ქ.ბათუმში გაიმართა სოფლის ტურიზმის ფესტივალი. ერას მოედანზე მონაწილე ორგანიზაციების მიერ მოწყობილი იყო საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეები და სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის სამოტივაციო სტენდები– ბუნებრივი მაკეტები. ღონისძიებას ჰყავდა უამრავი დამთვალიერებელი,განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ საზღვარგარეთელი სტუმრები.
ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ფესტივალის მონაწილეებს და უცხოელ ტურისტებს.ფესტივალის ფორმატის გათვალისწინებით,მათ შეძლეს გაევლოთ პრაქტიკა,როგორც მოხალისე გიდებს და უცხოელ სტუმრებს დახმარებოდნენ კონკრეტულ კუთხესთან წარმოდგენილი თვალსაჩინოების აღქმასა და გაცნობიერებაში.
ფეტივალი დასრულდა საზეიმო კონცერტით.