მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს ქ. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარული ფაკულტეტის ორგანიზებითა და „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ მხარდაჭერით, (თავმჯდომარე, პროფ.როზა ლორთქიფანიძე; აღმასრულებელი დირექტორ-ასოც.პროფესორი მაკა ყუბანეიშვილი,) ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ახალი ინიციატივები”.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებები გააკეთეს საზღვარგარეთისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოჩენილმა მეცნიერებმა და დოქტორანტებმა, რომელთა ნაშრომები გამოქვეყნდა კონფერენციის სქელტანიან შრომათა კრებულში „ახალი ინიციატივები“ (ISBN აწსუ ქ.ქუთაისი. გვ.)
კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა პლენარული და სექციური მუშაობა;, რომელიც შეჯამდა საღამოს სხდომით და მონაწილეებზე სერთიფიკატების გადაცემით. სტუმრებმა გამოხატეს უდიდესი კმაყოფილება საინტერესო და ინტერაქტიური სექციური მუშაობისთვის. მეორე დღე კი, დაეთმო კულტურულ ღონისძიებას.
კონფერენციის მონაწილე უცხო სტუმრებმა დაათვალიერეს ქ.ქუთაისი. მოინახულეს ბაგრატის ტაძარი და გაეცნენ იმერეთის ეთნოგარემოს. წყალტუბოს მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, სტუმრებისთვის მოეწყო ლიტერატურულ-ქორეოგრაფიული პერფომანსი, ხალხური სიმღერის ანსამბლმა შეასრულა რამდენიმე ხალხური სიმღერა, კონფერენციის მონაწილემ და პოეტმა ვაჟა ოთანაშვილმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა კონფერენციის მონაწილეებს მოუყვნენ ნიკო ლორთქიფანიძის მოღვაწეობის შესახებ და მუზეუმის თვალწარმტაც ეზოში, სტუმრებს საშუალება მისცეს დაეგემოვნებინათ ქვევრიდან ამოღებული ღვინო და ემასპინძლათ იმერული ოდის ბუხარში გამზადებული პურ-მარილით ,რომელიც გაწყობილი იყო უზარმაზარი ხის ქვეშ მოწყობილ ისტორიულ ქვის მაგიდაზე , რომელთანაც თვით ილია ჭავჭავაძესაც კი უსადილია.
აგრარული ფაკულტეტის დეკანატი მადლობას უხდის კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,კონფერენციის სწავლულ მდივანს ასოც.პროფესორ ნინო ავალიშვილს ,ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს,განსაკუთრებით კი აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის და ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების თანამშრომლებს, ასოც.პროფესორ ეთერ ბენიძეს, დოქტორანტ გიორგი კილაძეს, თარჯიმნებს: თიკო ციბაძესა და მარიამ ნემსაძეს, წყალტუბოს მერიას, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის კოლექტივს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კონფერენციის მაღალორგანიზებულ დონეზე ჩატარებისთვის.