2019 წლის 27-28 ნოემბერს ქ.წყალტუბოში გაიმართა კონფერენცია „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპული ბაზარი“, რომელიც ორგანიზებული იყო GLOBALG.A.P.-ის ასოცირებული წევრის- საკონსულტაციო კომპანია GDCI-ის მიერ ძირითად პარტნიორ „კალოს“ (kalo.ge)-თან ერთად. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ:
• ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში;
• ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;
• საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
• ისო კონსალტინგი;
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აგრარული ფაკულტეტის სამივე საფეხურის წარმატებულმა სტუდენტებმა, დეკანმა პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გოგიშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების განვითარების პერსპექტივებზე და ევროპული ბაზრის მოთხოვნებზე. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობის პრინციპებსა და სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოების რენტაბელობაზე.
კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მასპინძელ მეურნეობებში : შპს „აგროლეინი “ (გეგუთი) და შპს „იმერეთი გრინერი“ (ქ. სამტრედია).
პრაქტიკულად გაცნობოდნენ საწარმოების მიღწევებს და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ წარმოებასთან დაკავშირებულ წამოჭრილ შეკითხვებზე.