მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებისა, აღსანიშნავია, რომ რიგი სამეცნიერო, საჯარო თუ კერძო სტრუქტურები, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს დადგენილი რეგულაციების დაცვით და ცდილობენ არ შეანელონ ქვეყნის განვითარება.
უფრო მეტიც, ამ საქმიანობისას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოკვეთენ, გამოარჩევენ და წარმოაჩენენ იმ პიროვნებებს,რომლებიც ამა თუ იმ ასპექტით ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნის პროგრესს და საზოგადოებას წარუდგენენ მათ სახელებს.
ასეთ ორგანიზაციათა ჩამონათვალში, უპირველეს ყოვლისა, შედის ჩვენი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელთა ურთიერთთანამშრომლობით, იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღის აღნიშვნა წელს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა (მათი მეცნიერული დამსახურებების გამო)ჩვენი უნივერსიეტის სამი გამორჩეული პროფესორისთვის. რჩეულები არიან: ქალბატონი მადონა მეგრელიშვილი; ბატონი ომარ კიკვიძე და ქალბატონი როზა ლორთქიფანიძე. გილოცავთ!
აგრარული ფაკულტეტი დიდი სიამაყით აღნიშნავს, რომ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა,აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის „ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით“ დააჯილდოვა აწსუ აგრარული ფაკულტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ლორთქიფანიძე. პროფესორ როზა ლორთქიფანიძეს, როგორც სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის, ისე საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოღვაწეობის გრძელი და საინტერესო გზა აქვს გავლილი,. ის არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „აგროNEWS“ მთავარი რედაქტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების: ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, ‘’ ერთ-ერთი დამფუძნებელი; ,,იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის’’ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ქუთაისის თავმჯდომარე, არის აღმოსავლეთ ევროპის კონგრესის მონაწილე/წევრი, 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის,15 სახელმძღვანელოს და სამი მონოგრაფიის ავტორი, მრავალი სამეცნიერო პრაქტიკული საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი, ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო და საუნივერსიტეტო პროექტების ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის (1992-2004წწ) სამგზის მოწვევის პარლამენტარი.
აგრარული ფაკულტეტი ,უდასტურებს რა ღრმა პატივისცემას აწსუ უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციას,მადლობას უხდის მათ პროფესორ როზა ლორთქიფანიძის სამეცნიერო ღვაწლის დაფასებისთვის.
2 დეკემბერი ქალბატონ როზა ლორთქიფანიძის დაბადების დღეა.ვულოცავთ მას ამ დღეს და დიდ სამეცნიერო აღიარებას.