მიმდინარე წლის 10-15 ოქტომბერს, ნორვეგიის სამხრეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში (USN) Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია. ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის გაზიარება სწავლებითა და პედაგოგიური აქტივობებით, ინტერნაციონალიზაციისა და ევროპის განათლების სისტემაში ინტეგრაციის გაზრდა. ვიზიტის მსვლელობისას იზოლდა ხასაიამ ჩაატარა ლექციები, მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და ვორკშოპებში, რომლებიც ეხებოდა ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე, სწავლის/სწავლების ახალ ინოვაციურ მეთოდებს, დაამყარა ახალი და გააღრმავა არსებული კავშირები. ვიზიტის მსვლელობისას საფუძველი ჩაეყარა USN-ის პროფესორებთან მომავალ თანამშრომლობას, კერძოდ, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ტურიზმი“ ორი კურსის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს USN-ის ერთ-ერთი პროფესორი.