მიმდინარე წლის 24-27 იქტომბერს ნორვეგიული საგრანტო საგანმანთლებლო პროექტის „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ (2016-2022) დასრულებასთან დაკავშირებით ბიშკეკში (ყირგიზეთი) ანგარიში წარადგინა პროექტის კოორდინატორმა უნივერსიტეტიდან ასოც. პროფესორმა იზოლდა ხასაიამ. ანგარიშის თანახმად, 6 წლიანი თანამშრომლობის შედეგად აგრარულმა ფაკულტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:
ტურიზმის მიმართულების სტუდენტებმა და პერსონალმა (5 აწსუ-ს თანამშრომელი) აიმაღლა ცოდნა, კომპეტენციები და უნარები მდგრადი ტურიზმის, სოფლის მეწარმეობის და მემკვიდრეობის სფეროებში, კერძოდ, 3 სტუდენტი გრძელვადიანი მობილობით იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტში, 6 სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ინტერდისციპლინურ საზაფხულო სკოლებში ნორვეგია, ყირგიზეთსა და საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად, რამაც ხელი შეუწყო უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს/ტურისტულ ბიზნესს შორის თანამშრომლობას, 5 სტუდენტმა 1 თვე გაატარა საველე კვლევებსა და მონაცემთა შეგროვებაში სამაგისტრო ან სადოქტორო დისერტაციისთვის, ნორვეგიასა და ყირგიზეთში;
პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა ტურისტული აღჭურვილობა, კომპიუტერები და წიგნები, რაც წაადგება ფაკულტეტზე ტურისტული ლაბორატორიის ჩამოყალიბების საქმეს.
შეხვედრაზე დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც, მოხდა ახალი საპროექტო იდეების გენერირება და ამასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.