2022 წლის 23-26 ოქტომბერს, საბაკალავრო პროგრამის „აგრონომია“ - აგროეკოლოგიის და მცენარეთა დაცვის სპეციალობების სტუდენტები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით, იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. კერძოდ, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტსა და ტრაპზონის კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, იყვნენ აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარიეტა თაბაგარი, აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, აგრარული ფაკულტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ნუნუ ჩაჩხიანი-ანასაშვილი, ნატალია სანთელაძე, ნინო ყიფიანი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კოლეგა წარმომადგენლები. ვიზიტმა ჩაიარა საქმიან ვითარებაში, გამოიკვეთა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის ახალი გეგმები.