მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ მხარდაჭერით ჩატარდა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“.
მონაწილეებს მიესალმნენ:
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიის აკადემიკოსი, პროფესორი ბატონი როლანდ კოპალიანი;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი მარიეტა თაბაგარი.
- იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი როზა ლორთქიფანიძე;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი ქალბატონი ქეთევან კინწურაშვილი და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები (რომელთა ონლაინ ჩართვა განხორციელედა სხვადასხვა ქვეყნებიდან: თურქეთი, ნორვეგია, პოლონეთი და უკრაინა), ისე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო -კვლევითი ცენტრებისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღის მკვლევარები.
კონფერენციის პირველ დღეს ჩატარდა პლენარული და სექციური მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სამეცნიერო ნაშრომთა კრებული და სერთიფიკატები.