დოქტორანტ დავით კილაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვა

2023 წლის 24 იანვარს, უნივერსიტეტის I კორპუსის 1114 აუდიტორიაში, 14:00 საათზე გაიმართება აგრარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "აგრონომია" დოქტორანტის დავით კილაძის სადისერტაციო ნაშრომის: "თანამედროვე აგროტურისტული კომპლექსის გამწვანება-განაშენიანების აგროტექნოლოგიური საფუძვლების შემუშავება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაგალითზე" საჯარო განხილვა.