ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელებადი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო კავშირების გაძლიერების და აკადემიური პერსონალის, მაგისტრანტების და დოქტორანტების კვლევითი უნარების განვითარების მიზნით, მ.წ. 25 ოქტომბერს დასრულდა აწსუ-ში მოწვეული ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. ზლინის თომას ბატას უნივერსიტეტის პროფესორების პაველ ბედნარის და ლუბორ ჰომოლკას ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა 22 ოქტომბრიდან ჩაატარეს რეგიონის განვითარების შესახებ საჯარო ლექციები და ტრენინგები კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიაში.
შეხვედრის ბოლოს, შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. ზლინის თომას ბატას უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტსა და აწსუ-ს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა.