მიმდინარე წლის 21 დეკემბერს უნივერსიტეტში ჩატარდა შიდა საფაკულტეტო საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტის - „საარჩევნო მარკეტინგისა და პოლიტიკური რეკლამის როლი აწსუს-ს სტუდენტთა სწავლებისა და პოლიტიკური მსოფლმხედველობის ფორმირებაში“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ა. ბუცხრიკიძე. საიდენტიფიკაციო კოდი ATSU2BG2/02-18) ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა მონაწილეობით.
კონფერენციაზე საგრანტო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის ხელმძღვანელმა ასოც. პროფესორმა ა. ბუცხრიკიძემ. ასევე ცალკეულ თემებზე მოხსენებები გააკეთეს ასოც. პროფესორმა თ. გოგბერაშვილმა და ასოც. პროფესორმა ა. ბუცხრიკიძემ.