აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა, მირანდა ბეჭვაიამ მიიღო ერასმუს მუნდუსის ერთიანი სამაგისტრო სტიპენდია.
მირანდა ევროპულ საჯარო პოლიტიკას ორ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ცენტრალური ევროპისა ( Central European University, უნგრეთი) და ორკის უნივერსიტეტებში ( University of York, დიდი ბრიტანეთი) დაეუფლება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას.