თამთა ფუთურიძემ 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტობის პერიოდში იყო როგორც სახელმწიფო, ისე ფაკულტეტის მიერ ჩატარებული აბიტურიენტთათვის მათემატიკის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტი. ყოველწლიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის შემეცნებით პროექტებში, მათ შორის, ესტონეთის დაფინანსებით განხორციელებულ "ბიზნეს-იდეის" კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და ესტონეთში იმყოფებოდა ტრენინგებზე. გარდა აღნიშნულისა, აქტიურად იყო ჩართული ფაკულტეტის მმართველობით საქმიანობაში, როგორც "ტუტორი".
თამთა ფუთურიძემ, ამჟამად, მოიპოვა სრული დაფინანსება ჩეხეთის მთავრობის მიერ 2019-2020 აკადემიური წლისათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო სამაგისტრო პროგრამაზე "ეკონომიკის" მიმართულებით. საქართველოდან შეირჩა მხოლოდ 10 სტუდენტი და, მათ შორის, არის თამთა ფუთურიძე (იხ. მიბმული ფაილი - სურათი).
ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს თამთა ფუთურიძეს და მის მშობლებს ამ დიდ მიღწევას და უსურვებს წარმატებული კარიერის შექმნას!