მიმდინარე წლის 17 მაისს განხორციელდა შემეცნებითი ტური "ბიზნესის ადმინისტრირების" და "ეკონომიკის" საგანამანათლებლო პროგრამის კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის.
ტურის ინიციატორი იყო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა შონია, რომელსაც ფინანსურად მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის და ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციამ. შემცნებითი ტური განხორციელდა ამბროლაურის და ონის ხუთ საწარმოში (იხ.მიბმული ფაილი, სურათები):
ქ.ამბროლაური - როიალ ხვანჭკარა (ღვინის გადამამუშავებელი საწარმო);
ქ.ამბროლაური - ჯეო - ფლაუეირი ( ბიო ხილის გადამამუშავებელი საწარმო);
ქ.ამბროლაური - თაფლის გადამამუშავებელი საწარმო;
ქ.ონი, სოფ. შარდომეთი - ბლაუენშტაინის ქართულ შვეიცარიული ფერმა;
ქ.ონი - თექის სახელოსნო "ედენა ".
ტური ითვალისწინებდა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების წახალისებას და მათთვის როგორც საწარმოოო პროცესების, ისე ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის და მარკეტინგული სტრატეგიების თავისებურებების გაცნობას.
ტურის დაგეგმვაში დახმარება გაუწია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ანა კანთელაძემ. მადლობა ქალბატონ ანას საინტერესო და შინაარსიანი ტურის დაგეგმვისთვის.