30 მაისს გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო წრის გასვლითი სხდომა, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.
სტუდენტებმა (თამარ ქიმაძე, თინათინ კუპრაშვილი, მარიამ ტაბეშაძე, ნაზი ერაძე, ლონდა მსხილაძე, ანი ეფრემიძე, ნათია ნეფარიძე, ხათუნა სალაძე, ქეთევან ნიკოლეიშვილი, თათია გიორგაძე) წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ეძღვნებოდა ნიკო ნიკოლაძის დაბადების 175 წლისთავს. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები ასევე გაეცნენ ნ. ნიკოლაძის ბიოგრაფიას, მის როლს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მადლობა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას, რომ სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ნიკო ნიკოლაძის მდიდარ ინტელექტუალურ მემკვიდრეობას, რომლითაც ის გამოირჩევა თანამედროვეთა შორის.