2019 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის პროფესორმა სორინა ჩიფერმა ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „უნივერსიტეტების გამოწვევები ევროკავშირში გაწევრიანებამდე და მის შემდეგ“.
სორინა ჩიფერი მეორედ ესტუმრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პირველი ვიზიტი უკავშირდებოდა ფაკულტეტის მიერ ჩატარებული შიდა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „დაზღვევა და სამართალი“ - ფარგლებში სადაზღვევო ეთიკაზე საჯარო ლექციის წაკითხვას, სადაც ისაუბრა სადაზღვევო ეთიკის ჩამოყალიბების გზებზე რუმინეთში და მის გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკაზე.
სორინა ჩიფერი აცხადებს მზადყოფნას, რომ იყოს შუამავალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის დოქტორანტურის სკოლას შორის, რათა შეიმუშავდეს ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სადოქტორო პროგრამა.