მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა მე-7 საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - „ეროვნულიეკონომიკისმოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. ღონისძიება ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო 100-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის 16 უნივერსიტეტიდან (9 ქართული და 7 სხვადასხვა ქვეყნის), ასევე, ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, ეკონომიკის ექსპერტები და მკვლევარები.
კონფერენცია ოთხი მიმართულებით მუშაობდა:
ეკონომიკური თეორიის თანამედროვე პრობლემები;
ეკონომიკური განვითარების მოდელები: ჩინეთის ეკონომიკური განვითარების მოდელი და სტარატეგიული ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“;
უძრავი ქონების ეკონომიკის და შეფასების აქტუალური საკითხები;
ეროვნული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკური, სამართლებრივი, ისტორიული, ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები.
კონფერენციის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უძრავი ქონების ეკონომიკისა და შეფასების აქტუალურმა საკითხებმა, რაც საქარეთველოს რეალობაშ პრობლემას წარმოადგენს.