ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2019 წლის 4 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
შიდასაფაკულტეტო კომისია მიღებულ პროექტებს შეაფასებს 13-14 ნოემბერს, 15 ნოემბერს გამოცხადდება კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2019 წლის 22-25 ნოემბერს შეაფასებს პროექტებს და 26 ნოემბერს გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 29 ნოემბერს. გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2019 წლის 9 დეკემბერს. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციები საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:
ბრძანება შიდასაფაკულტეტო გრანტის გამოცხადების შესახებ
შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესები
საკონტაქტო პირი: აკაკი ბაკურაძე, ტელ.: 577 13 18 31