2019 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მეორე მხრივ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და, მესამე მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების თანამშრომლებს შეთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.