მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმოამდგელობამ ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩაატარა სემინარი ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამაში ინკორპორირების შესახებ.
სემინარს უძღვებოდა ღასან ხალილი - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, რომელმაც ისაუბრა ბავშვთა უფლებების დაცვის არსებულ მდგომარეობაზე საქართველოში,არსებულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე. ასევე, გაგვიზიარა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, თუ როგორ და რა გზებით შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდეს ბავშვის უფლებების დაცვის ეთიკა. ღასან ხალილმა ისაუბრა ბავშვის უფლებათა საუნივერსიტეტო კურსის განვითარებაზე, მის მიზნებზე და წარმოადგინა სხვადასხვა მოდელი.
სემინარი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და რადგანაც მსმენელები იყვენენ როგორც სამართლის,ისე ეკონომიკის, ბიზნესის და სოციალური მეცნიერებების მიმართულების წარმომადგენლები, გამოიკვეთა შემდეგი ასპექტები:
I.გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველში სრულ მზადყოფნას აცხადებს ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამაში ინკორპორირების შესახებ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით;
II.ბავშვთა უფლებების შესახებ სასწავლო კურსის სილაბუსის ერთობლივად შემუშავება;
III.2020 წლის იანვარში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორქშოფის ჩატარება თემაზე: „ბიზნესი და ბავშვები“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები;
IV.საჯარო ლექციების ჩატარება ბავშვთა ულებების დაცვაზე;
V.2020 წლის ოქტომბერში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება სახელწოდებით: „ბავშვის უფლებების ინკორპორირება საუნივერსიტეტო პროგრამებში“
სემიანრის მეორე სესია დაეთმო აწსუ სამართლის კურსდამთავრებულის და გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძრანელს, თეონა კუჭავას, რომელმაც ისაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საუნივერსიტეტო კურსის განვიტარებაზე და მსმენელებს გაუზიარა ამ კუთხით არსებული პოზიტიური გამოცდილება.