აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით 2019 წლის მაისში მათემატიკური უნარებით გამორჩეული აბიტურიენტებისათვის ჩატარდა აბიტურიენტთა ოლიმპიადა „სტიპენდია I სემესტრიდან“.
მონაწილეობას იღებდა 25 აბიტურიენტი რეგიონის სხვადასხვა სკოლიდან.
ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ მალხაზ მეფარიშვილმა და ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ბაქარ აბაკელიამ, რომელთაც ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად არჩევნად ქონდათ დაფიქსირებული ჩამონათვალში, დაენიშნათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრში და გაუგრძელდებათ მომდევნო სემესტრში მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისად.
გვინდა მიულოცოთ მიღწეული წარმატება აწ უკვე ჩვენს სტუდენტებს, ბაქარს და მალხაზს, მათ მშობლებს და მე-3 და 30-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს.
აღნიშნული ოლიმპიადა ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესაებულ აბიტურიენტებს კვლავ აძლევს შანს მოიპოვონ სტიპენდია სტუდენტობის პირველივე სემესტრიდან
კონკურსი გამოცხადდება 2020 წლის თებერვალში.
გისურვებთ წარმატებებს!