აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მათემატიკური უნარებით გამორჩეული აბიტურიენტებისათვის ატარებს ოლიმპიადას „სტიპენდია I სემესტრიდან“.
ოლიმპიადაში გამარჯვებულ პირველ 10 აბიტურიენტს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრში და გაუგრძელდებათ სხვა სემესტრში, მათი მაღალი აკადემიური მოსწრების შესაბამისად.
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ მეთერთმეტე (კონკურსგარეშე) და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს;
ოლიმპიადის რეგისტრაციის ვადები:
01 თებერვალი - 01 ივნისი
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად :
პირველი ეტაპი ჩატარდება 2020 წლის 6 ივნისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
მეორე ეტაპი ჩატარდება 2020 წლის 13 ივნისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
ოლიმპიადის ჩატარების ადგილი – ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
ოლიმპიადის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.atsu.edu.ge
საკონტაქტო: პროფ. ემზარი ჯულაყიძე 577 198 826
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
რეგისტრაციის ბმული
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში