ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ინოვაციური განათლების ცენტრთან, რომლის გუნდსაც წარმოადგენს:
მარიამ დარბაიძე - ინოვაციური განათლების ცენტრის დირექტორი. ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი. საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის 24 წლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო,ისე კერძო სექტორში. გამოცდილება საექსპერტო საქმიანობაში, ავტორიზაცია/აკრედიტაციის ექსპერტის რანგში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე (2019 წელი). აქვს გამოცდილება სამხედრო განათლებაში. სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. მსოფლიო ნეირომორფოლოგთა კავშირის წევრი. მსოფლიო სამხედრო სკოლების კონსორციუმის წევრი. სამეცნიერო სტატიების, სახელმძღვანელოს, გაიდლაინების ავტორი. ლოკალური და საერთაშორისო პროექტების ავტორი, მენეჯერი, მონაწილე. ფონდი საქმიანი ქალები ქველმოქმედებისათვის, საპატიო წევრი. ღირსების ორდენის კავალერი 2013 წელი.
ნათია გოცაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი (Ph.d.), ასოცირებული პროფესორი. მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ,,ალტერბრიჯი” რექტორი. საგანმანათლებლო ცენტრის ,,PR აკადემია” დამფუძნებელი. კომუნიკაციის ექსპერტი საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისა და იმპლემენტაციის შეფასების მიმართულებით. ტრენერი და კონსულტანტი საქართველოს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების პროგრამებში. 15 წლიანი გამოცდილება კორპორაციული კომუნიკაციებისა და სტრატეგიული განვითარების სფეროში. ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პარტნიორი და ლიცენზირებული პროფესორი. 8 + წლიანი გამოცდილება ორგანიზაციულ მართვასა და მენეჯმენტში. სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი 10 წლიანი გამოცდილებით. საავტორო პროგრამები: ინტერპერსონალური კომუნიკაცია, გუნდურობა და თანამშრომლობა; მიზნის მიღწევის ტექნიკები; არავერბალური კომუნიკაცია და ზეგავლენის ჟესტები; ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა; საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი და კომუნიკაციის ფსიქოლოგია; დროის მენეჯმენტი; მენტალური ალქიმია და სხვ.
მაკო ჯაოშვილი - პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, PH.D., ასოცირებული პროფესორი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე რექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, საკონსულტაციო კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი/დირექტორი, ინოვაციური განათლების ცენტრის ონლაინ სწავლების პროექტის თანაავტორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარგისა და განათლების ექსპერტი, ღონისძიების ორგანიზების მოდულური პროგრამებისა და პროფესიული სტანდარტის, სტუდენტური სახელმძღვანელო „ღონისძიებათა დაგეგმვის“ ავტორი, ბლოგერი, ლექტორობის 10 წლიანი და ტრენერობის 12+ წლიანი გამოცდილებით, მენტორი, ფასილიტატორი.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და პერსონალის გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზების და სააკრედიტაციოდ მომზადების მიზნით.