სამართლის აკადემიური ქსელის ფარგლებში, საქართველოს სამართლის ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის , სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის , სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლებსა და ფაკულტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
საქართველოს სამართლის ინსტიტუტი საქართველოს სამართლის სკოლებთან და ფაკულტეტებთან თანამშრომლობით ქმნის უნიკალურ აკადემიურ ფორუმს სამართლის აკადემიური ქსელის სახით.
სამართლის აკადემიური ქსელის მიზნებია:
- ერთობლივი ძალისხმევით იურიდიული განათლების სფეროში არაფორმალური აკადემიური განათლების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა;
- ერთობლივი ძალისხმევით სამართლის სფეროში მატერიალური აკადემიური რესურსების კონსოლიდაციის და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა;
- ერთობლივი ძალისხმევით აკადემიური ღონისძიებების (საჯარო დისკუსიები, ლექციები, კონფერენციები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები) ორგანიზება;
- ერთობლივი ძალისხმევით იურიდიული განათლების სფეროში პრაქტიკული უნარების განვითარებისკენ მიმართული კურსების და პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.
სამართლის აკადემიური ქსელის წევრებთან თანამშრომლობით ინსტიტუტი განახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, კონკურსებს, კონფერენციებს, ლექციებს, დისკუსიებსა და პროექტებს.