მიმდინარე წლის 19 მარტს ბინზესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებამ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორს, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს ნინო ჭანტურაიას.
ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის “ასწავლე ჟურნალისტიკა ონლაინ“ ფარგლებში. ერთობლივი გრანტი მომზადდა ჟურნალისტიკის რესურცენტრში ნათია კუპრაშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო მონაწილის სტატუსით მასში ჩართული იყო აწსუ-ს, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მზია თადუმაძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში ონლაინ მოდულების მომზადების დეტალებს და საბოლოოო სახით ჩამოყალიბების საკითხს. გამოითქვა მოსაზრებები მოდულებში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის განსაზღვრის თაობაზე.
ჟურნალისტმა ნინო ჭანტურაიამ შეხვედრის მონაწილე, მასობრივი კომუნიკაციის 1-ლი კურსის, სტუდენტებს გააცნო თავისი მუშაობის სპეციფიკა და უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.