აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს XXXI სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა - 17 მაისი
სტატიების წარდგინების ბოლო ვადა - 31 მაისი
აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 4 ივნისი
კონფერენციის გახსნა - 11 ივნისი
სექციები:
I. თანამედროვე სოციალური ურთიერთობები
II. სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
III. თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობები
IV. ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები
სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
დაუსწრებლად მონაწილეობა
მოხსენება: 10 წუთი
კონფერენცია ჩატარდება Microsoft Teams პლატფორმის მეშვეობით
კონფერენციაში მონაწილება უფასოა
მოთხოვნები:
1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
2. კონფერენციაში მონაწილე ერთ სტუდენტს შეუძლია არაუმეტეს 2 თემის წარმოდგენა;
3. ერთ სტატიას შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 2 ავტორი;
4. საკონფერენციო თემის ხელმძღვანელს შეუძლია მაქსიმუმ 5 საკონფერენციო თემის ხელმძღვანელობა;
5. კონფერენციაზე შესაძლებელია სტუდენტმა წარმოადგინოს როგორც თეორიული ნაშრომი, ასევე ინდივიდუალური/ჯგუფური კვლევითი პროექტები;
6. არსებითად მნიშვნელოვანია ციტირების წესების დაცვა. ლიტერატურა ტექსტში და მის ბოლოს მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ციტირების სტილით (ციტირების წესის არჩევა თავისუფალია);
7. კონფერენციაზე არ დაიშვება წინა წლებში წაკითხული თემები;
8. სტატიები შემოწმდება პლაგიატის პროგრამაში ( Turnitin). 15%-ზე მეტი პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, სტატია არ დაიშვება კონფერენციაზე.
სტატიის გაფორმები წესი:
გვერდების მაქსიმალური რაოდენობა - 10 გვერდი
ფორმატი - A4; შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12, ინტერვალი - 1,5;
ზედა და ქვედა მინდორი - 2,5 სმ, მარცხენა მინდორი - 3 სმ, მარჯვენა მინდორი 1,5 სმ, აბზაცი - 1,25 სმ.
სტატიის გაფორმების სტრუქტურა:
თემის სათაური
სახელი, გვარი
საგანმანათლებლო პროგრამისა და სწავლების კურსის დასახელება
მეცნიერ - ხელმძღვანელი, წოდება, სახელი და გვარი
უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დასახელება
აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს 500 სიმბოლო
საკვანძო სიტყვები
ძირითადი ტექსტი
გამოყენებული ლიტერატურა
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიროთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpvJUIEyfreJBkruJoNhwNptUNlA0RjdYMEVCN0NBQ1dCTTBTNUFPT0pZMC4u
საკონფერენციო სტატიები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
საკონტაქტო პირები:
აკაკი ბაკურაძე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 577 131831
ქარქაშაძე ნარგიზა - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 577 668324
კირთაძე ნანული - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 577 248402