მაია ცქიტიშვილის წარმატების შესახებ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ ემცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში საათობრივი წესით მოწვეულმა სპეციალისტმა მაია ცქიტიშვილმა 2021 წლის 13 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "სარჩელი სამოქალაქო პროცესში" (ხელმძღვანელი სამართლის დოქტორი, პროფესორი ვალერიან ხრუსტალი).

ფაკულტეტის ადმინისტრაცია ქალბატონ მაიას ულოცავს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას და უსურვებს ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას.