აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში საათობრივი წესით მოწვეულმა სპეციალისტმა თამარ მსხვილიძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე - "უცხო ქვეყნების სამართლის გამოყენება საერთაშორისო კერძო სამართალში" (ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკატერინე ბაღიშვილი).
სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვა გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 2021 წლის 10 სექტემბერს.
თამარ მსხვილძეს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ახასიათებენ როგორც გონიერ, კრეატიულ და მოტივირებულ ლექტორს, რომელიც ყველა მეცადინეობას ატარებს სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და სტუდენტებში სარგებლობს უდიდესი პატივისცემით.
უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს ულოცავს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას და უსურვებს ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას.