ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2021 წლის 25 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 29 ოქტომბრის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
შიდასაფაკულტეტო კომისია მიღებულ პროექტებს შეაფასებს 2021 წ. 1-2 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო 3 ნოემბერს გამოცხადდება კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2021 წლის 10-13 ნოემბერს შეაფასებს პროექტებს და 15 ნოემბერს გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წ. 19 ნოემბერს. გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2021 წლის 1 დეკემბრიდან.
დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:
შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესები
საკონტაქტო პირი: აკაკი ბაკურაძე, მობ.: 577 131 831