საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად დაიწყო კვლევითი ნაშრომების კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძ₾იათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს.
ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.
ასევე, გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული: https://bit.ly/30d9h0S ან მიბმული ფაილი.