აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრეატიული, ციფრული სააგენტო "კრაკენის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
შეხვედრაზე ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული სტუდენტები რეალურ "ქეისებზე" დაყრდნობით გაეცნენ საქმიანობის სპეციფიკას, იდეების განხორციელების მეთოდებსა და ხერხებს, ჩაერთნენ კრეატიული დავალებების შესრულებაში.