2021 წლის 7 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენელები ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შეხვდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
შეხვედრაზე „კრისტალის“ სტაჟირების პროგრამის კოორდინატორმა ნატა შავლაყაძემ სტუდენტებს კომპანიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ესაუბრა კომპანიის წარმატების, მისი, როგორც ერთ-ერთ პოტენციური დამსაქმებლის შესახებ. დეტალურად გააცნო სტაჟირების პროგრამის პრიორიტეტები და კარიერული წინსვლის გზები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და გამოიკვეთა კომპანიაში სტაჟირების მსურველებიც, რომელბმაც იქვე შეავსეს განაცხადი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენლის, ზვიად ჯელაძის და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ ნანა შონიას ინიციატივით დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, კერძოდ ერთობლივი პროექტი „ბანკირის ერთი დღე“, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის მიერ ბანკირის ერთი სამუშაო დღის გაცნობას.
მადლობა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“ აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.