ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკავრო პროგრამაზე მაღალრეიტინგული აბიტურიენტთა მოზიდვის მიზნით ატარებს აბიტურიენტთა სასტიპენდიო კონკურსს მათემატიკაში სახელწოდებით - „სტიპენდია პირველი სემესტრიდან“.
კონკურსში გამარჯვებულ პირველ 10 აბიტურიენტს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრში და გაუგრძელდებათ სხვა სემესტრში, მათი მაღალი აკადემიური მოსწრების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მეთერთმეტე (კონკურსგარეშე) და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს;
კონკურსში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ვადები:
2022 წლის 1აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 7 მაისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
კონკურსის ჩატარების ადგილი – ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
საკონტაქტო პირი: ასოც პროფესორი ნუნუ ქიქოძე 577 13 18 44 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
რეგისტრაციის ბმული
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.