გაცნობებთ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 31 მარტის საბჭოს დადგენილებით მასობრივი კომუნიკაციების (ჟურნალისტიკის) საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს ესეების კონკურსს. ესეს წინაშე წაყენებული მოთხოვნები:
ტექსტის შინაარსის სათაურთან შესაბამისობა - 5 ქულა;
კონკურსანტი ავლენს ზოგად განათლებას ნაშრომში - 5 ქულა;
არგუმენტაცია და მაგალითებით მსჯელობა - 5 ქულა;
ტექსტის კომპოზიციური აგებულება - 5 ქულა;
გრამატიკულ-სტილისტური სიზუსტე - 5 ქულა.
კონკურსში გამარჯვებულ ორ აბიტურიენტს პირველი კურსის პირველი სემესტრიდანვე დაენიშნება ნოდარტაბიძისსახელობისსტიპენდია. ნოდარ ტაბიძე იყო ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, წლების განმავლობაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულების ფუძემდებელი.
ესეების კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 14 მაისს, 12 საათზე.