აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილესთან მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

მნიშვნელოვანი თარიღები:
 კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა - 25 მაისი
 სტატიების წარდგინების ბოლო ვადა - 1 ივნისი
 აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 6 ივნისი
 კონფერენციის გახსნა - 10 ივნისი

სექციები:

I. თანამედროვე სოციალური ურთიერთობები
II. სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
III. თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობები
IV. ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები
V. საჯარო მმართველობის აქტუალური საკითხები
VI. თანამედროვე ტექნოლოგიების როლი მასობრივი კომუნიკაციების განვითარებაში

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებით
მოხსენება: 10 წუთი
კონფერენციაში მონაწილება უფასოა.

მოთხოვნები:
1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
2. კონფერენციაში მონაწილე ერთ სტუდენტს შეუძლია არაუმეტეს 2 თემის წარმოდგენა;
3. ერთ სტატიას შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 2 ავტორი;
4. საკონფერენციო თემის ხელმძღვანელს შეუძლია მაქსიმუმ 5 საკონფერენციო თემის ხელმძღვანელობა;
5. არსებითად მნიშვნელოვანია ციტირების წესების დაცვა. ლიტერატურა ტექსტში და მის ბოლოს მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ციტირების სტილით (ციტირების წესის არჩევა თავისუფალია);
6. კონფერენციაზე არ დაიშვება წინა წლებში წაკითხული თემები;
7. სტატიები შემოწმდება პლაგიატის პროგრამაში (Turnitin). 15%-ზე მეტი პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, სტატია არ დაიშვება კონფერენციაზე.

სტატიის გაფორმები წესი:
 გვერდების მაქსიმალური რაოდენობა - 10 გვერდი
 ფორმატი - A4; შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12, ინტერვალი - 1,5;
 ზედა და ქვედა მინდორი - 2,5 სმ, მარცხენა მინდორი - 3 სმ, მარჯვენა მინდორი 1,5 სმ, აბზაცი - 1,25 სმ.


სტატიის გაფორმების სტრუქტურა:
 თემის სათაური
 სახელი, გვარი
 საგანმანათლებლო პროგრამისა და სწავლების კურსის დასახელება
 მეცნიერ - ხელმძღვანელი, წოდება, სახელი და გვარი
 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დასახელება
 აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს 500 სიმბოლო
 საკვანძო სიტყვები
 ძირითადი ტექსტი
 გამოყენებული ლიტერატურა

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიროთ ბმულზე

საკონფერენციო სტატიები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
საკონტაქტო პირები:
აკაკი ბაკურაძე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 577 131831
ქარქაშაძე ნარგიზა - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 577 668324
კირთაძე ნანული - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 577 248402