ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობა პირველ სტუდენტურ კინო-ტელე ფორუმში

მიმდინარე წლის 23-24 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, გაიმართა პირველი სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი "ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება".

ფორუმის ფარგლებში, წარდგენილი იყო აწსუ ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მაინორ პროგრამის სტუდენტების ეკა კვიცარიძის, ლაშა აფრიდონიძის, ოთარ მჟავანაძის და გიორგი ჯანგავაძის ჩანახატები:
"რაკურსები" https://www.facebook.com/100057721537386/videos/916497415903613;
"გადავედით გვერდით შენობაში" https://www.facebook.com/100057721537386/videos/429012688755084;
"ცოტა ხნით უნდა გადავდოთ სუფრა" https://www.facebook.com/100057721537386/videos/506888991081938;
"გია ყანჩელის ხსოვნას" https://www.facebook.com/100057721537386/videos/1986156084871828
ჩანახატები მომზადდა ჟურნალისტიკის მიმართულების მოწვეული სპეციალისტის გიორგი დვალიშვილის მენტორობით, რომელიც ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით მრავალი სახის აქტივობებს ახორციელებს.

წარდგენილმა კინონამუშევრებმა ფორუმის მონაწილეების და დარგის სპეციალისტების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და დაიგეგმა შემდგომი ერთობლივი აქტივობობი.

გარდა აღნიშნულისა, 24 მაისს, ფორუმის მონაწილეებისთვის ჩატარდა კოტე ჯანდიერის, თამარ გაბრიჩიძის და სანდრო გაბელაიას საჭირო და საინტერესო ლექციები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თსუ-ს მულტიმედია ცენტრის ფესიბუკ გვერდზე:
https://www.facebook.com/search/top?

იხილეთ პროგრამა