ძვირფასო აბიტურიენტებო,
გაცნობებთ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (009), 2011 წლიდან დღემდე ფუნქციონირებდა საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მეცნიერებები“, რომელიც მოიცავდა სამ მოდულს (მიმართულებას):
1. მასობრივი კომუნიკაცია (ჟურნალისტიკა);
2. საერთაშორისო ურთიერთობები;
3. საჯარო მმართველობა
მიმდინარე წლის მიღებისათვის „სოციალური მეცნიერებების“ პროგრამა, კვალიფიკაციათა განახლებული ჩარჩოს შესაბამისად, დაიშალა სამ დამოუკიდებელ აკრედიტებულ პროგრამად, ადრე არსებული მოდულების სახელწოდებით.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რეგულაციის შესაბამისად სასწავლო გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებული პროგრამის არჩევის შემთხვევაში.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, ვისაც გაქვთ მონიშნული/არჩეული არააკრედიტებული „სოციალური მეცნიერებების“ საბაკალავრო პროგრამა, სასწრაფოდ (2022 წლის 10 აგვისტოს დღის ბოლომდე) უნდა შეცვალოთ არჩევანი და მონიშნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამებიდან ერთ-ერთი:
მასობრივი კომუნიკაცია (ჟურნალისტიკა) – 009 01 21
საერთაშორისო ურთიერთობები (ქუთაისი) - 009 01 26
საჯარო მმართველობა (ქ.ქუთაისი) - 009 01 34
იხილეთ განახლებული ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2022 აქ: https://naec.ge/uploads/postData/20-22/%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%202022/%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.pdf