საქართველოს გენერალურ პოკურატურასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თვით პროკურატურის ინიციატივით 2022 წლის 25 ოქოტომბერს დაიწყო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში, რომელიც გაგრძელდება ყოველთვიურად 15-15 სტუდენტის მონაწილეობით.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა ოლქის პროკურორი, მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი, პროკურორების განყოფილების ხელმძღვანელი, ქალაქ ქუთაისის პროკურორი და მსხვერპლისა და დაზარალებულის განყოფილების წარმოამდგენლები, რომლებმაც სტუდენტებს გააცვნეს თავიანთი უფლება-მოვალეობანი. ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტების აქტიური ჩართულობით.
მადლობა შემეცნებითი ტურის ინიციატორებს და დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურის ყველა რგოლის წარმოამდგენელს გულისხმიერებისა და ნაყოფიერი ვიზიტისთვის.