მიმიდნარე წლის 1-2 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის 23 სტუდენტმა და 9 ლექტორ-მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო XII ფორუმში „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“.
ფორუმში მონაწილეობდა საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის როგორც ბიზნეს სექტორის, ისე სამთავრობო და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს, კახი კალაძემ (თბილსისი მერი), პაველ ჰერჩინსკმა (ევროკავშირის ელჩი საქართველოში (TBD)), ნიკ ბერესფორდმა (გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში), სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩმა (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში (TBD)), კობა გვენეტაძემ (საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი), კატარინა ბიორლინ ჰანსენინმა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში (TBD)), შეინ როზენტალმა (აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში (TBD და მაჩიე ჩურამ (საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში).
ფორუმის ფარგლებში წარიმართა სესიური მუშაობა, რომელიც ეხებოდა შემდეგ აქტუალურ საკითხებს:
ურბანული ეკონომიკა და მდგრადი განვითარება (მოდერატორი - დავით უტიაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი);
პანდემიური ეკონომიკა და კოვიდის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა (მოდერატორი - არჩილ მესტვირიშვილი , საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი);
პანდემიური ეკონომიკა და კოვიდის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა (მოდერატორი – სოსო ფხაკაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი (TBD));
მწვანე ეკონომიკა (მოდერატორი - დავით ნარმანია, თსუ პროფესორი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე);
მიგრაციის ეკონომიკური გავლენები და ადამიანური კაპიტალის განვითარება
მოდერატორი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების წარმომადგენელი (TBC));
სოციალური პოლიტიკა და ურბანული სიღარიბის შემცირება (მოდერატორი - დიმიტრი ცქიტიშვილი, საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე )
ინვესტირება და ბიზნეს-მეგობრული ქალაქები (მოდერატორი - ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
სესიური მუშაობა მიმდინარეობდა დამსწრე საზოგადოების, მათ შორის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით. ფორუმის ფარგლებში დაიგეგმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მეოთხე კურსის სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი თბილისის მყარი ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიაში და უფასო ტრენინგი ნარჩენების შეგროვება-დასუფთავების ხარჯების გამოთვლის მეთოდოლოგიაში.
მადლობა ქ.თბილისის მერიას მიწვევისთვის და ნაყოფიერი სამეცნიერო ფორუმის ჩატარებისთვის.