ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს სამართლებრივი საკითხები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილემ ემზარ გაგნიძემ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა გუჯა ტაბეშაძემ და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან უზნაძემ გააცნეს. ისაუბრეს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებსა და გენდერულ სტერეოტიპებზე, გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და არტ კონკურსის შესახებ, რომელში ჩართვაც სტუდენტებს შეუძლიათ.
ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი არტ- ნამუშევრების კონკურსი 2022 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები (ნახატი, ქანდაკება, ფოტოსურათი და სხვა კომპოზიცია). კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ
იხილოთ ბმულზე)
პროკურატურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სტუდენტის მიერ დასმულ საკმაოდ აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.