2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRS) ერთობლივი სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსის - აგრისთორი/Agristory-ის დახურვის ცერემონიალი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების მიერ მომზადებული შვიდი ფილმი. ჩვენება გაიხსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამკაციანი გუნდის მიერ მომზადებული ფილმით -„კულინარიული მწვანილი“ https://www.youtube.com/watch?v=0upmd1rDUEw .
ფილმის ავტორები იყვნენ მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტები - ეკა კვიცარიძე, ლუკა ჩიხლაძე და ოთარ მჟავანაძე. ფილმი მომზადდა გიორგი დვალიშვილის ხელმძღვანელობით და პროექტის კოორდინატორი იყო ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი მზია თადუმაძე.
ეკა კვიცარიძის, ლუკა ჩიხლაძისა და ოთარ მჟავანაძის მიერ გადაღებული ფილმი „კულინარიული მწვანილი“ გახდა კომპანია „Udabno Organic Wineyard“ რჩეული და გადაეცათ შესაბამისი პრიზი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უცხადებს ფილმის როგორც ავტორებს, ისე გიორგი დვალიშვილს და მზია თადუმაძეს დამატებით გაწეული შრომისა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებისთვის.